ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 4 ეტაპად უნდა წარიმართოს. დღეისათვის დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები სამარაგო აუზზე და გამწმენდ ნაგებობაზე. მომდევნო ეტაპისთვის დაგეგმილია მაგისტრალისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 858 858 ლარს. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.