დღეს საკრებულოს სხდომაზე სოფლის მხარდასჭერის პროგრამა დამტკიცდა

დღეს საკრებულოს სხდომაზე სოფლის მხარდასჭერის პროგრამა დამტკიცდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგ გარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო განკარგულების პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისიწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება.

2019 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარდაჭერისპროგრამის განხორციელებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 968 000 ლარი გამოიყო.

პროგრამის თანახმად მუნიციპალიტეტის 64 სოფელში სხვადასხვა ინფრასტურქურული სამუშაოები განხორციელდება, მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათების მონტაჟი და სასმელი წყლის მილების შეძენა.

განკარგულების პროექტს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი