მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერდსამაგრი კედლების მოწყობა გრძელდება . შპს "დაჩისთან" დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 9 საცხოვრებელ სახლთან საყრდენი კედელი მოეწყობა. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზედა თხილნარსა და ზედა ჩხუტუნეთში. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 112 030 ლარს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.