აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ხელჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ფერომონების დამონტაჟება მიმდინარეობს, რაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მავნებლის მოზიდვას შეუწყობს ხელს, შემდეგ კი ეს ადგილები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.
პრევენციულ ღონისძიებაზე კონტროლს ახორციელებს აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე და მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური.