ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში დისტანციური სწავლების კურსი გრძელდება. 10 აპრილს ჩართვა განხორციელდა თემაზე: "დისტანციური სწავლების მნიშვნელობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის". 11 აპრილს დისტანციური ჩართვა განხორციელდა ბელგიის სამეფო კარიდან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. სიმონ პეტრიდისმა მსმენელებს ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავნერგოთ ევროპული მოდელი
შშმ პირთა საკითხებთან მიმართებაში საქართველოში. შეხვედრებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მასწავლებლები, შშმ პირები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.