სოფელ წინსვლაში მინი გასართობი ცენტრის (სკვერის) მოწყობა დასრულდა. ცინცქილაძეების დასახლებაში ადრე არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი ტერიტორია კეთილმოეწყო ბორდიურებითა და ბილიკებით, განთავსდა მოსასვენებელი ფანჩატური, საბავშვო მინი ატრაქციონები, და სხვა გასართობი ინვენტარი. პროექტით გათვალისწუნებული სამუშაოები შპს "როდა"მ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 57 483 ლარი გამოიყო. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები სახელშეკრულებო ვადაზე ადრე დასრულდა.