"ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას"

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა გირაო შეფარდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან საზოგადოებას და ოჯახს ბოდიში მოუხადა.

"ძალიან რთული 2 დღე გავიარე. ბოდიში მინდა მოვუხადო, პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ჟურნალისტებს ობიექტურობისთვის", - აღნიშნა ჯიბღაშვილმა.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მსახიობს გირაოს სახით 10.000 ლარის გადახდა განესაზღვრა. იგი თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება.