ხვალიდან საბოლოოდ დათბება - კვირის ბოლომდე ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს

ხვალიდან საბოლოოდ დათბება - კვირის ბოლომდე ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს

სინოპტიკოსებით ინფორმაციით, 24 აპრილიდან უამინდობა დასრულდება და საბოლოოდ დათბება. ცივი ამინდები, რომელიც ბოლო 8 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით იყო, აღარ იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში, 24-25 აპრილს მოსალოდნელია +16+20 გრადუსი. შაბათ-კვირას კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +25+27 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, 24-25 აპრილს მოსალოდნელია +16+19 გრადუსი, ხოლო უქმე დღეებისთვის ჰაერის ტემპერატურა +22+23 გრადუსამდე გაიზრდება.

რაც შეეხება თბილისს, ხვალიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. მომდევნო 2 დღეში ჰაერის ტემპერატურა +17+19 გრადუსს მიაღწევს, ხოლო შაბათ-კვირას +24+25 გრადუსია მოსალოდნელი.