დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე

დაგროვებითი საპენსიო სქემა საქართველოში შექმნის კაპიტალის ბაზარს, რომელიც იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტავს, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებით კომერციული ბანკები კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლებას  დაკარგავენ. საპენსიო დანაზოგებით კი შეიქმნება მეტი საინვესტიციო ინსტრუმენტი და თავისუფალი ფული.

 ,,დღეს საქართველოში არის საინვესტიციო ინსტრუმენტების სიმცირე, იმიტომ რომ არ არის არ არის საინვესტიციო კაპიტალი. აქ არის ლატენტური მოთხოვნა. ზუსტად იმიტომ რომ საპენსიო დანაზოგები გააჩენს ქვეყანაში მასშტაბური კაპიტალის ბაზას, თავისუფალ ფულს, რომელიც იქნება გრძელვადიანი, რომელიც იქნება მოქნილი, რომელიც იქნება უფრო იაფი ვიდრე კომერციული ბანკები. დღეს კაპიტალის მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის ექსკლუზიური კავშირის უფლება მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ გააჩნიათ, აი ახლა, ამ მექანიზმის და ამ ფულის საშუალებით შეიქმნება ალტერნატიული კავშირის საშუალება რომელიც სხვათა შორის კომერციული ბანკების ფულის ფასზეც იმოქმედებს და ეს ფული, ეს კავშირი იქნება უფრო მრავალძარღვოვანი. ერთი კრედიტ ოფიცერი კი არ გადაწყვეტს ვის მისცეს ფული, არა, ბაზარი დაარეულირებს ამ ფულის მოძრაობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე."