“საბედნიეროდ მსოფლიომ გაიგო…”

“საბედნიეროდ მსოფლიომ გაიგო…”

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, რომელშიც ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა, აღნიშნულის გამო მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების იმედი გაუჩნდა. თუმცა, გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში შესაძლო ჩასვლის შესახებ საუბრობს, ქვეყანაში კანონიერი შესვლისთვის საფუძველი არ აქვს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიდრე პეტრო პოროშენკო პრეზიდენტია, არც ველოდი სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს. არაუშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“საბედნიეროდ მსოფლიომ გაიგო, რომ შენთვის მეგობარი და წმინდა არაფერი არ არსებობს. არავინ არ გაახარე ვინც პატივი გცა და გვერდით დაგიყენა (სიას არ დავწერ). შენ ხარ ჩამოწერილი ცოცხიანი მძორი. თუმცა, ეჭვებმა რომ ვალოდიას ემსახურებოდი და ემსახურები გაიმყარეს საფუძველი და უფრო აქტუალური გახდა”, – წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.