“რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები?”

“რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები?”

პანკისის ხეობაში ასაშენებელ ჰესებთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზ პოსტს აქვეყნებს:

“რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები.:

„ხადორი – 3“-ის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია. მშენებლობის ხანგრძლივობა 12 თვე. დაგეგმილია აგრეთვე „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობა. რომლის აშენებაც 30 თვე გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხალის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც.

პირობები რასაც მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი ითვალისწინებს:

მოშორებით გადაინაცვლებს ელექტროგადამცემი ხაზი;

მოწესრიგდება ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემა;

ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობის სარგებლობისათვის სპეციალურად შექმნილ ფონდში შეტანილი იქნება 2018 წელს დახარჯული დენის ფასის ოდენობა;

ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა შეუზღუდავად გამოიყენებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს;

კომპანია იღებს ვალდებულებას მყისიერად მოაგვაროს წყლის მიწოდების შესაძლო პრობლემა;

აშენდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი;

აშენდება ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი;

კომპანია, ყოველწლიურად, ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს;

ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი. კომპანია „ფერის“ პანკისის ხეობაში უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები” , – წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.