თვალი ბევრ რამეზე ამეხილა, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა

თვალი ბევრ რამეზე ამეხილა, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა

ზაზა სარალიძემ ინტერვიუ მისცა გაზეთ “ასავალ-დასავალს”. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის საუბრობს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კარვების აქციაა, რომელშიც მისი თქმით, აღარ იმყოფება, ცალკეული პოლიტიკოსები  საკუთარი პოლიტიკური  მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდნენ.

“იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე, აი, თუნდაც, თქვენი გაზეთის კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი მოქმედება სხვა კუთხიდან დამანახა და თვალი ბევრ რამეზე ამიხილა! თქვენი გაზეთი მაძლევს საშუალებას, შევიტყო, რას ფიქრობს ჩემზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი“, – აცხადებს ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.