სააკაშვილის რეჟიმის დროს ლაფანყურის ეგრედწოდებული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ახარლაგზრდების დატირების უფლებასაც არ აძლევდნენ ჭირისუფლებს - ია მეტრეველი
ბუტა რობაქიძის დედა, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.
,,მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პანკისის მოსახლეობის მიმართ და არა მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს, მაინც მინდა ვთქვა და გავახსენო საზოგადოებას, სააკაშვილის რეჯიმის დროს ,თუ არ მეშლება ციფრი, 11 ახალგაზრდის გვამი რომ დაუწყვეს , ლაფანყურის ეგრედწოდებული ოპერაციის შედეგად პანკისში და დატირების უფლებასაც რომ არ აძლევდნენ ჭირისუფლებს, მაშინ არ მახსენდება ასეთი " ვაჟკაცური"პროტესტი პანკისელებისგან, ხაზი მინდა გავუსვა , მიშას სპეცნაზის მიმართ. მემგონი კარგად ჩანდა განსხვავება, გუშინდელი სპეცნაზის მოქმედებების და მიშას სპეცნაზის მოქმედებს შორის . გულწრფელად შემეცოდნენ გუშინ ეს ბიჭები . საშინელი სანახაობა იყო.ასევე მადლობა მინდა, ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, მართლაც ღირსეული მინისტრია. იმედი მაქვს შედგება მოსახლეობასთან სწორი კომინიკაცია და შეთანხმებაც მიღწეული იქნება",- წერს ია მეტრეველი