უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.
„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხიმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“, – დასძინა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილმა მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა.