გუშინ უკრაინაში რევოლუცია მოხდა-მათ უარი უთხრეს ოლიგარქს

გუშინ უკრაინაში რევოლუცია მოხდა-მათ უარი უთხრეს ოლიგარქს

გუშინ უკრაინაში მოხდა რევოლუცია. მათ უარი უთხრეს ოლიგარქს,- ასე აფასებს ნიკა მელია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. მისი თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ქართულ ოპოზიციას ძალას შემატებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასაარცხებლად.  “უკრაინის არჩევნების ისტორიაში მსგავსი უპირატესობით არცერთ პრეზიდენტს არ გაუმარჯვია. ეს იყო უარი არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული ოლიგარქისთვის ნათქვამი, არამედ, ყველა იმ ოლიგარქისთვის ნათქვამი უარი, რომელოც უკრაინაში არსებობს. დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. მან ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება და რაღაც კომიკური პროცენტი მიიღო უკრაინელი ხალხისგან.წლების განმავლობაში, პოროშენკოს არაფერი უკეთებია წლების განმავლობაში, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი არაფერს აკეთებს. იგივე მოხდება საქართველოში, ხალხი უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილს“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ მიხელ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემა.