შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციელებს და პანკისის ხეობის უხუცესებს მადლობა გადაუხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მოლაპარაკების შემდეგ შედგა შეთანხმება რომელიც სასიკეთო იქნება როგორც ხეობისთვის ისე მთელი ქვეყნისთვის.
„ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიედ დღეს მოუწიათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქციამოვალეობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის, პოლიციელის, პანკისელის მიზანი უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი საქართველო, რასაც მოვაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.