"აქ ჰესის გამო არ მოვსულვარ, მოვედი რადგან ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეს"

მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულვარ - ამოვედი იმის გამო, რომ ფორმიან ადამიანს ქვები ესროლეს, - აღნიშნული განცხადება პანკისის ადგილობრივმოსახლეობასთან შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"თითოეულ კადრს გავაანალიზებთ ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა", - აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობასთან გააგრძელებენ საუბარს. სანამ მხარდაჭერის ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, საუბარს გააგრძელებენ. თუმცა აქ არის კიდევ სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.