"მოვერევით ყველაფერს, ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა"

მოვერევით ყველაფერს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა.

„თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.

გიორგი გახარია ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში ჩავიდა, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა.