გიორგი გახარია პანკისში ჩავიდა

გიორგი გახარია პანკისში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. შს მინისტრი, სავარაუდოდ, პანკისელებს პირადად შეხვდება.

ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.