მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებული არ ყოფილა

მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებული არ ყოფილა

მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისუფალია. პანკისის ხეობისკენ მიმავალი მაჩალიკაშვილი პოლიციამ გომბორის გზაზე დააკავა და გურჯაანის პოლიციაში გადაიყვანა, თუმცა მალევე გაანთავისუფლა. თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი კომენტარს არ აკეთებს, ხოლო მისი მეუღლე, მედიკო მაჩალიკაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

„თბილისიდან მოდიოდა პანკისის ხეობაში. მას გომბორის გზაზე გადაუდგა 10 მანქანა და გადაიყვანეს გურჯაანის პოლიციაში, მაგრამ მალევე გამოუშვეს. როგორც უთხრეს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას არ შეერთებოდა. სხვა არავითარი მიზეზი მისი დაკავების არ ყოფილა. ახლა სახლშია, მაგრამ იმ სიტუაციაში არ არის, რომ ისაუბროს, რადგან აქ ძალიან დიდი არეულობაა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მედიკო მაჩალიკაშვილმა.