ზაურ გუმაშვილი: კატასტროფული მდგომარეობა რომ იყოს, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, გაპროტესტებას ვერავინ დამასწრებდა 

ზაურ გუმაშვილი: კატასტროფული მდგომარეობა რომ იყოს, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, გაპროტესტებას ვერავინ დამასწრებდა 

პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ზაურ გუმაშვილი აცხადებს, რომ ჰესის – “ხადორი 3”-ის მშენებლობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. როგორც გუმაშვილმა “კვირას” განუცხადა, ის თავად მონაწილეობდა საკითხის ირგვლივ გამართულ მსჯელობებში და დეტალურად იცნობს პროექტს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.”კ

ატასტროფული მდგომარეობა რომ იყოს, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, პროტესტს ვერავინ დამასწრებდა და ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც გამოვიდოდა ხეობის ინტერესების დასაცავად, მაგრამ ეს არის ლოკალური მნიშვნელობის ჰესი. მე არ ვემხრობი არც ერთ კომპანიას, არც ერთ ინვესტორს, არანაირი პირადი ინტერესი არ მაქვს, ამ შემთხვევაში, ჩემთვის უმთავრესია სახელმწიფოს ინტერესი.

ეს საკითხი ხეობისთვის არ არის ტრაგედია, არ არის ის ჰესი, რომელსაც ხეობისთვის დიდი ბუნებრივი ზიანის მიყენება შეუძლია, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებია უმთავრესი. მე ვესწრებოდი ჰესების მშენებლობის საკითხზე გამართულ შეხვედრებს და დეტალურად ვიცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს და ამიტომ არ მაქვს რადიკალური განწყობა და დამოკიდებულება პროცესთან”, -განაცხადა ზაურ გუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 21 აპრილს, პანკისის ხეობაში კომპანიებმა – “ალაზანი ენერჯი”-მ და “ფერი”-მ მცირე ჰესის – “ხადორი 3″-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება და მისი წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ იქნება.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, კომპანია „სამყურაწყალი 2” -ის ჰესის მშენებლობასაც გეგმავს. ეს უკანასკნელი 30 თვეში უნდა დასრულდეს.

ჰესები, რომელთა მშენებლობაც პანკისის ხეობაშია დაგეგმილი, ე.წ. მცირე ენერგეტიკას მიეკუთვნება და მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.