თავს ვიკავებდი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საშინელ ფაქტზე საუბრისგან…

თავს ვიკავებდი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საშინელ ფაქტზე საუბრისგან…

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით სამეგრელოში მომხდარს ტრაგედიას ეხმაურება.

“მთელი დღე თავს ვიკავებდი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საშინელ ფაქტზე საუბრისგან.

“რუსთავი 2”-ის ანონსიც ვნახე, შესწორებული ანონსიც, პანაშვიდზე მომხდარი ინციდენტიც, სიუჟეტიც… შეფასებებიც – თვითმკვლელობის, ინციდენტის, სიუჟეტის…

ვნახე ემოციებიც, ხელისუფლების დამუნათებაც, ოჯახის მიმართ გამოთქმული შეფასება თუ კრიტიკაც…

გარდა წმინდა ემოციური ანდა სპეკულაციური მიდგომებისა, რამდენიმე კვალიფიციურ მოსაზრებასაც გავეცანი და დავრწმუნდი, როგორ გვაკლია პროფესიონალების მოსმენის კულტურა. მათი აზრის გათვალისწინების აუცილებლობაზე აღარაფერს ვამბობ.

ამასთან, ბუნებრივია, პროფესიული აზრი გონივრული დასკვნის გამოტანის მეტ საშუალებას გვაძლევს.

ჰოდა, ძვირფასო მეგობრებო, გარდატეხის ასაკში კუჭი არ იძლევა მოქმედების ბრძანებას. მით უმეტეს, მოზარდს კუჭი ვერ უბრძანებს თვითმკვლელობის ჩადენას!

პრობლემა უფრო ღრმაა და გაცილებით სერიოზული მიდგომა სჭირდება.

ამ ასაკში, განსაკუთრებით ბიჭებში, გამძაფრებულია თვითდამკვიდრების სურვილი, თავმოყვარეობის გრძნობა…

ამ ასაკში სიფრთხილე გვმართებს უფროსებს…

ამ ასაკში მოზარდებს მეტი სითბო და ზრუნვა სჭირდებათ, მათ მიმართ ფრთხილი მიდგომებია საჭირო და არა – აგრესია.

კი, საქართველოში ბავშვები შიმშილით კვდებიან. სამწუხაროდ. კვდებიან ნელ-ნელა, შიმშილით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით.

მაგრამ ბავშვები შიმშილის გამო თავს არ იკლავენ!

ყველამ სწორად გამიგეთ:

ბავშვებს საკვების ნაკლებობა ვერ მიიყვანს თვითმკვლელობამდე!

ბავშვები მათ მიმართ უსიყვარულობის და გულგრილობის გამო დგამენ ამ საბედისწერო ნაბიჯს!

  1. S. ხუთი წელი (1999-2003) ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის რექტორატის წევრი და ახალგაზრდობის პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. უამრავი ინფორმაცია გავაანალიზეთ და მსოფლიო გამოცდილებასაც გავეცანით. ოჯახს ვერავინ შეუცვლის მოზარდს! ვერავინ!”-წერს ბონდო მძინარაშვილი.