"იქამდე დავეცით, რომ იმას ვარკვევთ, 15 წლის ბიჭს თვითმკვლელობამდე შიოდა თუ არა"

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ფეისბუქზე 15 წლის შაკოს თვითმკვლელობას ეხმაურება:

"კია დღეს ბზობა და კი გილოცავთ ყველას, მაგრამ არ ედღესასწაულება დღეს იმ 15 წლის ბიჭის ოჯახს. კიდევ ბევრს, ვისაც შია, წყურია, წამალი ჭირდება და არა აქვს, ძალიან ბევრს.

იქამდე დავეცით რომ იმას ვარკვევთ, 15 წლის ბავშვს თვითმკვლელობის წინ შიოდა თუ არა, ვინმე აბულინგებდა თუ არა! ამას ვარკვევთ, მერე მივდივართ ტაძარში ბზის ასაღებად, იქ თუ გრძელი რიგი დაგვხვდა და ვინმემ გადაგვისწრო, იმას დავწყევლით, მერე მოვალთ სახლში, ბზას გამოსაჩენ ადგილზე დავდებთ, თევზით ხსნილია და სამარხვო ტორტთან ერთად სადილად გეახლებით, საღამოს ლოცვას წავიკითხავთ და მშვიდად დავიძინებთ დარწმუნებულები იმაში რომ თვითმკვლელი ვერ ცხონდება და თავად ღრმა სიბერეში სიკვდილს დავგეგმავთ.

ჰოდა ყველა ასეთს მო...ნთ ის ვინც თქვენ ღმერთი გგონიათ! ჩემი ღმერთი სიკეთეა. არაა საზეიმო პოსტი და ან რატომ უნდა იყოს! ეს დღე, რასაც ჩვენ ვზეიმობთ, ყველაზე მძიმე დღეა. მეც მაპატიეთ ამ განწყობისთვის - რასაც ვგრძნობ ის დავწერე!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.

სოციალისტი ეს რა ამაზრზენი არსებაა, თანაც რომ იგინება კიდეც!
5 წლის უკან