“პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”

“პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც მცირე ჰესების მშენებლობის სამუშაოების განახლებას აპროტესტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს,“– განაცხადა კახა საბანაძე