პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხელოვნურად გადაწვეს? - რას ამბობს ფრანგი მთავარი არქიტექტორი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხელოვნურად გადაწვეს? - რას ამბობს ფრანგი მთავარი არქიტექტორი

ყოფილი მთავარი არქიტექტორი და ფრანგი ისტორიული ძეგლების გენერალური ინსპექტორი ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას, რომ ნოტრ დამზე ცეცხლი მოკლე ჩართვისგან გაუჩნდა

ბენჯამინ მუნტონმა, რომელიც საფრანგეთში ისტორიული ძეგლების მთავარი არქიტექტორი იყო და ნოტრ-დამშიში აღდგენითი სამუშაოების ჩაატარებს თვალს ადევნებდა 2013 წლამდე, განაცხადა, რომ ნაკლებად  სავარაუდოა, რომ მოკლე ჩართვა მოხდა და განსაკუთრებული ძალისხმევა საჭიროა უძველესი მუხის ხეს ცეცხლი მოუკიდო!

"მუხა, რომელიც 800 წლისაა, ძალიან ძნელია, სცადეთ მისი დაწვა. იქ არ იყო არანაირი დამატებითი უსაფრთხოების ზომები, რომელიც შესაძლებელი იყო მიღებულიყო, რომ თავიდან აეცილებინათ ასეთი სწრაფი ხანძარი. 90-იან წლებში ჩვენ ნოტრ დამის ყველა  ელექტროგაყვანილობა შევცვალეთ. ასე რომ არ არსებობს მოკლე ჩართვა. ჩვენ განვაახლეთ თანამედროვე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა მან.

მუტონმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძარს 24 საათის განვალობაში ყარაულობს 2 ყარაული, რომელიც თვალს ადევნებს ცეცლის გაჩენის საშიშროებას, ტექნიკური ზომები რომ ასეთი ძეგლები დაცული იყოს ხანძრისგან, როგორიც იყო ნოტრ დამი, იყო უპრეცედენტოა!

ნოტრ-დამის აღსადგენად მილიარდზე მეტი ევრო შეგროვდა.