"ბატონო ბიძინა, რა ვქნა დავბრუნდე მოსკოვში? აქ არ გჭირდებით? სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო"

მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას და ბიძინა ივანიშვილს რჩევას სთხოვს:

"ჩემი გეგობრები ბევრი მეუბნება არ დაწერო რუსეთუმედ მოგნათლავენო, მაგრამ არ დავიჯერე და ვწერ არაფერი არ მაქვს დასამალიც მეგობრებისგან და მაინც ვწერ.

მოკლედ, ორი წელია დავბრუნდი საქართველოში და ამ მანძილში ვერ ვიშოვე სამსახური. ახლა კი თქვენ მოგმართავთ. რა ვქნა დავბრუნდე მოსკოვში? აქ არ გჭირდებით? ბატონო ბიძინა, მირჩიეთ თქვენც რამე თუნდაც ჩემი ოჯახის ხათრით. მე ფულს არ ვითხოვ, სამსახური მინდა, რომ ოჯახი შევინახო. დავტოვო ისევ იძულებით საქართველო? ვისაც შესტკივა გული მათთან მაქვს ეს კითხვა. იქნება ის მიშლის ხელს ციხეში რომ ვიჯექი? მაინტერესებს და იქნება ერთმა ვინმემ მაინც მითხრას რა ვქნა, გავიქცე? ვუშველო ისევ თავს როგორც 2006 გამაქციეს? ცოტა არ იყოს ნერვებზე ვარ და ალბათ ამიტომაც ვწერ ამ საშინელ პოსტს!", - წერს თათარაშვილი.