აფეთქებები აღდგომის დღესასწაულზე - დაღუპულია 42 ადამიანი

აფეთქებები აღდგომის დღესასწაულზე - დაღუპულია 42 ადამიანი

შრი-ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 42 და დაშავდა 200 ადამიანი.  შრი-ლანკას ეკონომიკური რეფორმების მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა მომხდარის შესახებ. "ბევრი მსხვერპლია, მათ შორიც უცხოელები"- წერს ხარშა დე სილვა.

„ბიბისის“ ცნობით, აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა.  აფეთქებები ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულზე მოხდა, როდესაც დღესასწაულს კათოლიკეები აღნიშნავენ.