საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე, ზაზა სვანაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ზაზა სვანაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სვანაძემ ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის შემცველი წერილები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.