ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით “რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რაც მარტვილში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა, ეხმაურება.
“უბრალოდ ვზივარ და სერიოზულად ვფიქრობ – რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ ადამიანებს პანაშვიდზე მივუვარდე და მიკროფონი შევთხარო პირში? რომ ლამის დედის ტრ..ს
მაგინებდეს გამწარებული ჭირისუფალი კეტით მომდევდეს, გადაეთრიე ეზოდანო! – მიკიოდეს და მე კიდე ტუჩზე ირონიული ღიმილით მაინც მიკროფონს ვუშვერდე? რა უნდა გამიჭირდეს ასეთი? ძალიან მაგრად გამჭირვებია! ახლაც მიჭირს! დედაჩემს ცხვირიდან სისხლი ჩქეფდა მაღალი წნევის გამო და ექიმთან ვერ მიმყავდა… არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ! დაკვეთითაც მიმუშავია – ოღონდ მხოლოდ ისე, რომ ვის გაფარჩაკებასაც მიკვეთდნენ, რეალურადაც არ მევასებოდა ისინი და გადაუხდელადაც ისედაც ვაფარჩაკებდი მათ და ღირსებიც იყვნენ! და როცა იმ საქმეში, რასაც ისედაც ვაკეთებდი, თან ანაზღაურებც შემომთავაზეს, გაჭირვების გამო დავთანხმდი! შეიძლება ესეც არასწორია! მაგრამ ესენი იყვნენ – გამონაკლისის გარეშე – პოლიტიკოსები! ჩინოსნები! მოხელეები! და არავითარ შემთხევავში უბრალო ადამიანები! მაგრამ! სულ რომ სული მძვრებოდეს შიმშილით და ვინმემ რავიცი რამდენი? ალბათ მილიონი რომ შემომთავაზოს? არა! მაინც ვერ ვიზამ იმას, რომ უბრალო ადამიანებს პანაშვიდზე მივუვარდე და ინტრიგები ვხლართო! თქვენი საყვარელი შეფის ლექსიკით:- თქვენი დედები დავტ…ან სათითაოდ! პროფესიის შემარცხვენელი ნაგვები! ტფუი!”-წერს ბაკურ სვანიძე.