თოვლი, ქარი და წვიმა - უახლოეს დღეებში ამინდი არ გაუმჯობესდება

თოვლი, ქარი და წვიმა - უახლოეს დღეებში ამინდი არ გაუმჯობესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ იწვიმებს.

ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში ღამით მოთოვს. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 12-18 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში - 8-13 გრადუსი.

23 აპრილისთვის კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაქსიმალური ტემპერატურა თანდათანობით 15 გრადუსამდე დაიკლებს, აღმოსავლეთში კი 17 გრადუსამდე იქნება.

ამინდი 25-26 აპრილიდან გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 20-25 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 23 გრადუსამდე.