მსოფლიოში ყველაზე გემრიელად შემწვარი ქათამი

მსოფლიოში ყველაზე გემრიელად შემწვარი ქათამი "40 კბილი ნიორი" - უბრალოდ აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

ინგრედიენტები

ქათამი - საშუალო ზომის

ნიორი - 40 კბილი

თეთრი მშრალი ღვინო - 1 ჭიქა

პროვანსული ხმელი სუნელები - 1 ს/კ

კარაქი - 50 გ

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

გარეცხილ ქათამს მთლიანად კარგად წაუსვით მარილი და პილპილი.

ღუმელის ღრმა ფირფიტაზე შეწვით კარაქში გაფხქვნილი ნივრის კბილები.

შეუკარით ქათამს ფეხები და მოაყარეთ პროვანსული ბალახები. მოათავსეთ იმ ტაფაზე, სადაც ნიორი მოხრაკეთ და დაასხით თეთრი მშრალი ღვინო. გადააფარეთ ფოლგა ან სხვა თავსახური.

აცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.

შემდეგ მოხსენით ფოლგა და კიდევ 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ღუმელში.