ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი რუსთავი 2-ის მიერ არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციაზე:
“ეს ფეიკ ნიუსია. თუ ეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტების გავრცელებულია მაშინ გამოდის, რომ ისინი პირდაპირ ტყუილის თქმაზე გადავიდნენ, კომენტარის გაყალბებით და აპრობირებული თემის გარშემო ფეიკ ნიუსების გავრცელებით.
კომენტარში ვთქვით, რომ ერთი ზრდასრული მამაკაცის გამოკვებისთვის თვეში 120 ლარი მცირეა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო, საარსებო მინუმიმის გამოთვლისას იყენებს ძველ მეთოდოლოგიას, რითაც სასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში 60-70%-ი ხოლო ყველა სხვა ხარჯის 30-40% რაც არასწორია. შესაბამისად ხარჯები: ტრანსპორტირებაზე, განათლებაზე, ჩაცმაზე, ინფორმაციაზე, კულტურული მიღწევებით სარგებლობაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ჰიგიენაზე ძალზედ მცირე გამოდის."