საფრანგეთში ხანძარმა 2 მილიონი ბოთლი ღვინო გაანადგურა

საფრანგეთში ხანძარმა 2 მილიონი ბოთლი ღვინო გაანადგურა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ხანძარი გაჩნდა. Sovex Grands Chateaux-ს საწყობში ცეცხლმა 2 მილიონი ბოთლი ღვინო გაანადგურა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ამ დროს საწყობში 80 ადამიანი იყო. თუმცა, მათი ევაკუაცია დროულად მოხდა. დამწვარია 1,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.

ზარალმა 12,5 მილიონი ევრო შეადგინა.