ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობების დროს მოკლული ჟურნალისტის ლაირა მაკქის საქმესთან კავშირის ბრალდებით ორი ახალგაზრდა 18 და 19 წლის მოზარდი  დააკავეს,- ინფორმაცია BBC ავრცელებს.

პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

29 წლის ლაირა მაკქი ოლსტერში მომხდარ კონფლიქტს დეტალურად აშუქებდა.

ლონდონდერის რაიონ კრეგანში არეულობები სააღდგომო არდადეგების წინ მოხდა, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებდნენ.