იმედია, ენმ მოიფიქრებს ფორმას, სახალხოდ გაჯოროს და თავზე გადაახიოს წევრობის მოწმობა

იმედია, ენმ მოიფიქრებს ფორმას, სახალხოდ გაჯოროს და თავზე გადაახიოს წევრობის მოწმობა

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“იმედია, ენმ მოიფიქრებს ფორმას, სახალხოდ გაჯოროს და თავზე გადაახიოს წევრობის მოწმობა “აჭარა ტვ”-ს საბჭოს წევრს ამ პარტიის ქვოტით, ვინც დირექტორის გადაყენებას დაუჭირა მხარი”– წერს გოგოტიშვილი.

შეგახსენებთ, მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვინც დირექტორის გადაყენებას დაუჭირა მხარი ნაც.მოძრაობის ქვოტით არის არჩეული.