ლავაშის ხრაშუნა ღვეზელები საუზმისთვის

ლავაშის ხრაშუნა ღვეზელები საუზმისთვის

ინგრედიენტები

სასურველი გულსართი

ლავაში

მომზადების წესები

ლავაში დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. გულში შეგვიძლია ჩავუდოთ წინასწარ მომზადებული ნებისმიერი გულსართი: მზა ხორცის ფარში, ყველი, კარტოფილის პიურე და ყველი, მოშუშული სოკო კვერცხით, არაჟნით ან ყველით, კარტოფილის პიურე და ლორი,  ქათმის ხორცი და ყველი, ქიშმიშიანი დამტკბარი ხაჭო და ა.შ.  შეგვიძლია გულსართის წასმამდე შიგნით კეტჩუპიც  გადავუსვათ.

ლავაშები გადავახვიოთ, შევუკეცოთ გვერდები და შევწვათ ცხელ ზეთში, ტაფაზე. შეგვიძლია წინასწარ ათქვეფილ კვერცხშიც ამოვავლოთ.