საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. აღნიშნულზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ მომავალში ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.
„ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.