უდიდესი ამბავი! – შეგვიძლია საზოგადოებას ვამცნოთ

უდიდესი ამბავი! – შეგვიძლია საზოგადოებას ვამცნოთ

ეროვნული ბილიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოცილურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდს უმნიშვნელოვანესი ექსპონატი, ანთიმოზ ივერიელის მიერ რუმინეთში, სნაგოვოში 1697 წელს რუმინულ ენაზე გამოცემული სახარება შეემატა.

“უდიდესი ამბავი! საქართველოში, ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ანთიმოზ ივერიელის მიერ დაბეჭდილი წიგნი დაიდებს ბინას – სნაგოვში 1697 წელს გამოცემული სახარება რუმინულ ენაზე. წიგნი რუმინეთში აღმოჩნდა და მოლაპარაკებების შედეგად შევიძინეთ. მისი პირველად რესტავრაცია დასრულდა და შეგვიძლია საზოგადოებას ვამცნოთ ეს ისტორიული ამბავი” – წერს გიორგი კეკელიძე.