„ბნელ ოთახში იყო დაწერილი და ალბათ ეს იყო მიზეზი”

„ბნელ ოთახში იყო დაწერილი და ალბათ ეს იყო მიზეზი”

სია ბნელ ოთახში იყო დაწერილი ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ ეს იყო მიზეზი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვაზე თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი.

„2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ამ მოწვევის პარლამენტს წარუდგინა 3 კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ?! ამით იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზენაეს სასამართლში მოსამართლეები გამწესდნენ და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, ანუ რეალურად პოლიტიკური დავალების მიხედვით მოქმედებთ. მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატი – ბოძაშვილი, ლალიაშვილი, თოდუა რატომ არ განიხილა პარლამენტმა, რატომ არ დაამტკიცა? რატომ არ განიხილა, იქნებ კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები იყვნენ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ბნელ ოთახში იყო დაწერილი, ერთ დღეში წარმოადგინა და ალბათ ეს იყო მიზეზი, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით“. – ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა