კალაძის და ოდიშარიას დიდი გარიგება

კალაძის და ოდიშარიას დიდი გარიგება

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხმაურიან სხდომას აანონსებს. დღეს კენჭი უნდა ეყაროს დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას. შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია მუხიანში თითქმის ათჯერ მეტი ფართობის ტერიტორიას მიიღებს.  გარიგებას მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია. თბილისის საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, მმართველი გუნდის წევრს 3000კვმ მიწის სანაცვლოდ, 35 000 კვმ-ს აძლევენ.

 ინფორმაციას საკრებულოს უმრავლესობაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ მიწის ღირებულება მთაწმინდაზე და მუხიანში განსხვავებულია, ამიტომ ბექა ოდიშარიას მთაწმინდაზე არსებული მიწის ფასის შესაბამისი ფართი გადაეცემა.

 ცნობისთვის, უმრავლესობის წევრმა თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთი 2017 წელს შეიძინა, სადაც სასტუმრო უნდა აეშენებინა. თუმცა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მარტში განაცხადა, რომ ოდიშარია თაბორის მთაზე სასტრუმროს ვეღარ ააშენებდა და სანაცვლოდ სხვაგან გადასცემდნენ მიწის ნაკვეთს.