“მაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პარლამენტს ისეთი კანდიდატები წარუდგონოს, სადაც არ გაჩნდება კითხვები მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების თაობაზე“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტში “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა გრძელდება.