საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, უზენაესს სასამართლოში განწესების და პარლანეტის მხარდაჭერის შანსი არა აქვთ პირებს, რომელთა კანდიდატურები იუსტიციის საბჭომ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში შესთავაზა და რომელთა სახელები საზოგადოებაშიც უარყოფით განწყობებს იწვევს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მათი სახელები უკვე იმდენად არის ნეგატივში გახვეული საზოგადეობისთვისაც, სამი ბავშვი მაინც უნდა გადაარჩინონ, რომ ავტორიტეტი აღიდგინონ საზოგადოებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.
ქანთარია ამბობოს, რომ მთავარი ეპოპეა სწორედ მაშინ დაიწყება, როცა კონკრეტული გვარები პარლამენტში შევა.
პარლამენტში “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა გრძელდება.