ცვლილებები დაიწყო! რასაც მივესალმები

ცვლილებები დაიწყო! რასაც მივესალმები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ნუკრი ქანთარია, ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობაში ვცლილებების დაწყებას მიესალმება.

შეგახსენებთ გიორგი ქობულიას მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ გუშინ მოაწერა ხელი.

„რეალობაა, რომ მმართველ გუნდში ცვლილებები მოხდეს. ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები. შემდეგი ვინ იქნება, შემდეგ დღეებს დაველოდოთ. ვფიქრობ, ცვლილებები და მეორე სუნთქვის გახსნა თვეების ამბავია. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და 2012 წლის შემქმნელი. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ასეთი რამ არ ხდება. ცვლილებები საჭიროა და ვინ, როგორ, რანაირად, ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ქანთარიამ.