რატომ მოსთხოვა ივანიშვილმა გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვება?

რატომ მოსთხოვა ივანიშვილმა გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვება?

კულუარული ინფორმაციით, ორი დღის წინ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა და მათ შო­რის მწვა­ვე სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა. ივა­ნიშ­ვილს ქო­ბუ­ლი­ას­თან კი­თხვე­ბი ჰქონ­და კონ­კრე­ტულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და მი­ნის­ტრის პა­სუ­ხებ­მა ის არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რის შემ­დე­გაც ექ­სპრე­მი­ერ­მა მას თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა.

„მას ჰქონდა გარკვეული დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესს, რომლის ხელში ჩაგდებას შესაძლებელია, ცდილობდეს უჩა მამაცაშვილის თუ ივანიშვილის გარემოცვა სხვადასხვა ხერხებით. მისი გათავისუფლების მიზეზი რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა არ იყო, ცალსახაა. როგორც ჩანს, ამის უკან იმალება ივანიშვილის ვიწრო ოჯახური ინტერესები. ალბათ, ცოტა ხანში კორუფციულ გარიგებებს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა "ევროსაქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.