უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის სხვაობა მოქმედი პრეზიდენტისთვის სახიფათო ნიშნულს აღწევს. ბოლო გამოკითხვით, 73% მზად არის შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის მისცეს ხმა, ხოლო 27% კი ფიქრობს, რომ მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დაუჭიროს მხარი. მართალია ეს გამოკითხვა უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ჩატარდა, სადაც ზელენსკის პოზიციები შედარებით მყარია, მაგრამ იმის გათვალისწინებითაც, რომ ქვეყნის დასავლეთში პოროშენკოს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს ის საკუთარი სავარძლის შენარჩუნებას.
შოუმენი აგრძელებს რეიტინგის სათავეში ყოფნას, სოციოლოგიური კვლევების ჯგუფმ "რეიტინგმა" ხუთშაბათს გამოაქვეყნა კვლევების შედეგები. მოსახლეობის სამჯერადი გამოკითხვის დასკვნის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმერ ზელენსკი უპირობო ლიდერია.
სოციოლოგიურმა ჯგუფმა "რეიტინგმა" 5 დან 10 აპრილის ჩათვლით, პიროვნებასთან პირისპირ ფორმატით ინტერვიუს სახით, უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში მოსახლეობა 18 წლის ზემოთ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში სამჯერ გამოკითხა და ჰკითხა თუ, ვის უჭერდა მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
მოსახლეობას სოციოლოგიური კვლევების ჯგუფისთვის, სამივე ჯერზე მხოლოდ ერთ კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. კითხვაზე თუ რომელ კანდიდატს აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. გამოკითხვის პირველ ეტაპზე 52%-მა უპასუხა, რომ ხმას აძლევს ვლადიმირ ზელენსკის, ხოლო 19% პეტრო პოროშენკოს, ხოლო გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია. გამოკითხვის მეორე ეტაპზე 58% ვლადიმირ ზელენსკის ემხრობა 22% კი მოქმედ პრეზიდენტს და 20%-ს კი ჯერ არ გადაეწყვიტა, ხოლო მესამე საბოლოო გამოკითხვის შემდეგ გამოკითხულთა 73 %-მა ზელენსკის დაუჭირა მხარი ხოლო 27%-მა მომქედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.
აღმოსავლეთ სამხრეთ და ცენტრალურ მაცხოვრებლებს შორის პოზიციები თითქმის ერთნაირია და აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში შოუმენი ზელენსკი დიდი სხვაობით სჯობნის მის კონკურენტს.
პოროშენკოს შტაბის მრჩეველმა, ოლეგ მედვედევმა "ბიბისი ნიუს უკრაინასთან" განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით ზელენსკის რეიტინგი მცირდება და მოქმედი პრეზიდენტისა კი იზრდება, თუმცა რეალური ციფრები მას არ დაუსახელებია.
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა (კსსი)კი 6 დან 16 აპრილამდე სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა, სადაც პოროშენკოს რეიტინგი 22 % დან 27 % მდე გაიზარდა, ხოლო ზელენსკის რეიტინგი 73% დან 0,2 პროცენტით შემცირდა.
31 მარტს შედგა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, სადაც ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების 30,24% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15,95%.უკრაინაში საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.