“გირგვლიანის მკვლელობიდან 1 წლის თავზე სიუჟეტი დამავალა “დროებამ”… მაშინ გოგა ხაინდრავამ მითხრა…

“გირგვლიანის მკვლელობიდან 1 წლის თავზე სიუჟეტი დამავალა “დროებამ”… მაშინ გოგა ხაინდრავამ მითხრა…

საზოგადეობრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები გირგვლიანის საქმის ირგვლივ – თემაზე ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” პოსტს აქვეყნებს:

“სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი წლის თავზე სიუჟეტი დამავალა “დროებამ”. სიუჟეტში ჩავწერე ამ ისტორიასთან დაკავშირებული ყველა გმირი. მაშინ გოგა ხაინდრავამ მითხრა, ეს საქმე ზნეობრივი ზღვარია ყველასთვისო. სიუჟეტს “დროებაში” სათაური ჰქონდა ხოლმე. ჩემი იდეა იყო რომ დაგვერქმია “ზნეობრივი ზღვარი”. ხოდა, დღესაც ეს საქმე არის ზნეობრივი ზღვარი”, –  წერს ტრაპაიძე სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარში კი დასძინა: “არავის არ ვთხოვ გმირობას,მე რა უფლება მაქვს? არც მურუსიძეს მათ შორის…არც იმას ვემხრობი, მხოლოდ ერთ ადამიანზე ყველა ტვირთის აკიდებას… აქ სხვა რამეზე დავწერე…”

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.

 

გამი ამ ქალმა წერა-კითხვა იცის?
5 წლის უკან