"ცოტა უცნაური ადამიანია..."

ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ალბათ ზუსტად ის მიდგომები, რაც საქართველოში იყო - კაკულია ქობულიას გადადგომას ეხმაურება და მინისტრის საქმიანობას უწოდებს.

ქობულიაზე საუბრისას მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მის ცოდნას ცუდად არ აფასებს, თუმცა მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრმა ქვეყანაში არსებული პრობლემების რეალური აღქმა ვერ შეძლო.

„მის ცოდნას რაც შეეხება, მე არ ვაფასებ ამას ცუდად, ის საკმაოდ განათლებული ადამიანია, ეკონომიკის ცოდნაც საკმაოდ აქვს, მაგრამ საქართველო ძალიან სპეციფიკური თემაა, აქ ადეკვატურობა სიტუაციის პრაქტიკა უნდა და აქ სიღრმეებში ჩასვლა უნდა, რომ ეს აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით ჰქონდა გარკვეული პრობლემა, მაგრამ ეს დაბალანსებადი იყო დროთა განმავლობაში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ," - განაცხადა რომან კაკულიამ.

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.