“ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია“ - „ყ..ზე დაიკიდეს“ სკანდალი და ირაკლი კობახიძის განმარტება

“ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია“ - „ყ..ზე დაიკიდეს“ სკანდალი და ირაკლი კობახიძის განმარტება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მან ოპოზიციის მიმართ უწმაწური სიტყვა გამოიყენა, განმარტებას აკეთებს.

როგორც კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მისი თქმით, „მას ეს სიტყვა ცხოვრებაში არ უხმარია" და ეს ნიკა გვარამიას ხელწერაა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, პლენარულ სხდომაზე მსგავს ტყუილებს ნუ ავრცელებენ.

„რუსთავი 2-ს" გავრცელებული აქვს, რომ თითქოს ბილწი სიტყვა ვიხმარე. ტყუილი ინფორმაციაა გავრცელებული. მსგავსი რამე მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა მე ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ცხოვრებაში არ მითქვამს ეს სიტყვა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Maverick აბა რაზეა დასაკიდებელ გვამრამია???
5 წლის უკან