ფრენბურთის ტურნირი „ჩუღურეთი 2019“ გაიმართა

ფრენბურთის ტურნირი „ჩუღურეთი 2019“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვ.კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე, რაიონში არსებულ სკოლებს შორის ფრენბურთის ტურნირი გაიმართა. პირველი ადგილი 36-ე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილზე 30-ე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი მე-4 საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თასი, მედლები და სიგელები გადასცა. გამგეობა მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მიზნით, მომავალშიც გეგმავს. გამარჯვებული გუნდები მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.