შოკოლადის ჰაეროვანი კრემი

შოკოლადის ჰაეროვანი კრემი

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 1

ინგრედიენტები

ვანილის შაქარი - 1 შეკვრა

შავი შოკოლადი (60-70 %) - 50 გ

სახამებელი - 1 ჩ/კ

ქოქოსის ლიქიორი - 1 ს/კ

კვერცხი - 1 ცალი

შაქარი - 1 ს/კ

რძე - 120 მლ

ნაღები - 100 მლ

მომზადების წესები

რძეს დაუმატეთ ვანილის შაქარი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ დამტვრეული შოკოლადი.

კვერცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან.

კვერცხის გული გაქენით შაქართან ერთად, დაუმატეთ ნელ-ნელა რძე და სახამებელი, ურიეთ შეუჩერებლად და ხარშეთ მასა გასქელებამდე.

ათქვიფეთ ცილა მკვრივი მასის მიღებამდე, შეურიეთ კრემის ძირითად მასას. ათქვიფეთ ნაღები, ნაწილი შეურიეთ კრემს, ხოლო მეორე ნაწილს დაუმატეთ ქოქოსის ლიქიორი.

შოკოლადის კრემი გაანაწილეთ კერამიკის ფიალებში და მორთეთ ქოქოსის სიროფიანი ნაღებით.